„ბიბისი“ - სეულში, ღამის კლუბებში კორონავირუსით 119 ადამიანი დაინფიცირდა
„ბიბისი“ - სეულში, ღამის კლუბებში კორონავირუსით 119 ადამიანი დაინფიცირდა

სეულში, ღამის კლუბებში გავრცელებული კორონავირუსის შედეგად 119 ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ინფექციის გავრცელების შემდეგ გამოვლენილია 22 000 ადამიანი, რომელთაც შესაძლოა, ინფიცირებულებთან ჰქონოდათ კონტაქტი.

ეპიდემიოლოგების ცნობით, ინფექციას სეულის ორ რაიონში, ათ ბარსა და კლუბში გავრცელდა. ერთ-ერთი პირველი შემთხვევა აქ აპრილის დასაწყისში გამოვლინდა.

როგორც იუწყებიან, ვირუსის გავრცელების შემდეგ ეპიდემიოლოგების მოტყუების გამო ერთ-ერთი მამაკაცის წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღძრან. 25 წლის მამაკაცი მასწავლებელია, რომლისგანაც ვირუსი რვა ადამიანს, მათ შორის, ექვს მოსწავლეს გადაედო.

ასევე ცნობილი ხდება, რომ კიდევ ორი ინფიცირებული უქმე დღეებში ეკლესიაში იმყოფებოდა. შედეგად კარანტინში 700 ადამიანი გადაიყვანეს.

სამხრეთ კორეაში მოქმედი კანონით, ინფექციის გავრცელების გამო მოქალაქეს ორწლიანი პატიმრობა და ჯარიმის სახით 16 000 დოლარი გადახდა ემუქრება.