„ბიბისი“ – სერბეთში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს

10:08, 17.08.2025
Police officers stand guard during anti-government demonstrations in Belgrade, Serbia, August 16, 2025. REUTERS/Djordje Kojadinovic

Police officers stand guard during anti-government demonstrations in Belgrade, Serbia, August 16, 2025. REUTERS/Djordje Kojadinovic

სერბეთში ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

არეულობა ქვეყანაში, მეხუთე ღამეა, გრძელდება. ქალაქ ვალიევოში სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს მას შემდეგ, რაც ნიღბიანი პირების ჯგუფმა მმართველი „სერბეთის პროგრესული პარტიის“ ოფისებს ცეცხლი წაუკიდა.

დემონსტრანტებმა ასევე ჩაამსხვრიეს მინები მმართველი პარტიის კოალიციური პარტნიორის, „სერბეთის რადიკალური პარტიის“ ოფისში.

პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა დედაქალაქ ბელგრადშიც.

სერბეთში ვითარება მიმდინარე კვირას, მას შემდეგ გამწვავდა, რაც გავრცელდა ცნობები, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად ქალაქ ვალიევოში მძიმე დაზიანებები მიიღო 25 წლის მამაკაცმა. სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის შესახებ ბრალდებებს უარყოფს.

სერბეთში საპროტესტო გამოსვლები გასული წლის ნოემბრიდან იმართება, როდესაც ქალაქ ნოვი-სადის განახლებული რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. დემონსტრანტები მომხდარს კორუფციას უკავშირებენ და ვადამდელი არჩევნების გამართავს ითხოვენ.

მსგავსი