„ბიბისი“ – სამხრეთ კორეაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაკარგულად ითვლება

09:31, 18.07.2023

სამხრეთ კორეაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაკარგულად ითვლება, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

მედიის ცნობით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კოკისპირულმა წვიმამ სამხრეთ კორეის ნაწილი დატბორა, მათ შორის, ჩონჯუს მთიანი რეგიონი, სადაც გვირაბის დატბორვის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი მოსახლეობას დაპირდა, რომ წყალდიდობის შემდეგ, გადახედავს ქვეყნის მიდგომას ექსტრემალურ ამინდთან დაკავშირებით.

მსგავსი