„როიტერი“ - რუსულ სახელმწიფო კომპანია „ტრანსნეფტში“ აცხადებენ, რომ უკრაინამ უნგრეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში რუსული ნავთობის ტრანზიტი შეაჩერა
„როიტერი“ - რუსულ სახელმწიფო კომპანია „ტრანსნეფტში“ აცხადებენ, რომ უკრაინამ უნგრეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში რუსული ნავთობის ტრანზიტი შეაჩერა

რუსულ სახელმწიფო კომპანია „ტრანსნეფტში“ აცხადებენ, რომ უკრაინამ ევროპაში რუსული ნავთობის ტრანზიტი შეაჩერა. „როიტერის“ ინფორმაციით, რუსულ კომპანიაში განაცხადეს, რომ ნავთობის ტრანზიტი მილსადენ „დრუჟბას“ გავლით შეჩერებულია უნგრეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში.

„როიტერის“ ცნობით, „ტრანსნეფტში“ განაცხადეს, რომ მათ გადაიხადეს აგვისტოს თვის ტრანზიტის საფასური, თუმცა თანხა უკან დაუბრუნდათ. სახელმწიფო კომპანიის წარმომადგენლის, იგორ დემინის თქმით, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო, იმის ნაცვლად, რომ თავად გადაწყვიტონ, დაუშვან თუ არა ტრანზაქცია, ევროპულმა ბანკებმა ახლა თანხმობა შესაბამისი სამთავრობო ორგანოსგან უნდა მიიღონ, რაც ართულებს გარიგებებს.

„ჩვენ ვაცნობეთ რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს, ასევე რუს გადამზიდველებს, რომლებსაც რესურსები ამ სამი ქვეყნის მიმართულებით გადააქვთ და „უკრტრანსნეფტს“, რომ თანხის გადახდა შეუძლებელია“, – განაცხადა დემინმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.