„ბიბისი“ – რუსეთთან კავშირებზე ბრალდებების გამო გერმანიის კიბერუსაფრთხოების ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

23:46, 18.10.2022
Arne Schoenbohm, Security of the 2021 federal election DEU, Deutschland, Germany, Berlin, 14.07.2021 Arne Schoenbohm, Praesident des Bundesamtes fuer Sicherheit in der Informationstechnik BSI, waehrend der Bundespressekonferenz zum Thema Sicherheit Bundestagswahl 2021 in Berlin. en: Arne Schoenbohm, President of the Federal Office for Information Security BSI, during the press call at the Federal Press Conference Bundespressekonferenz concerning the security situation during the German general elections 2021 in Berlin, Germany *** Arne Schoenbohm, Security of the 2021 federal election DEU, Deutschland, Germany, Berlin, 14 07 2021 Arne Schoenbohm, President of the Federal Office for Information Security BSI, during the press call at the Fe

გერმანიის კიბერუსაფრთხოების ხელმძღვანელი რუსეთთან „გადაჭარბებულ სიახლოვესთან დაკავშირებული ბრალდებების გამო“ თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

არნე შონბომი 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა კიბერუსაფრთხოების ფედერალურ სამმართველოს, რომელიც სამთავრობო კომუნიკაციების დაცვაზე იყო პასუხისმგებელი.

„ბიბისის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც გერმანიის ერთ-ერთი პოპულარული ტელე-შოუს წამყვანმა, იან ბომერმანმა გადაცემაში ახსენა არნე შონბომის პოტენციური კავშირები რუსულ კომპანიასთან, როდესაც ის სხვა თანამდებობას იკავებდა.

შონბომი მონაწილეობას იღებდა გერმანიის კიბერუსაფრთხოების საბჭოს შექმნაში და შემდგომ მას ხელმძღვანელობდა. ეს კერძო ასოციაციაა, რომელიც კონსულტაციებს უწევს ბიზნესსა და პოლიტიკოსებს კიბერუსაფრთხოების საკითხებში. ამბობენ, რომ მან შეინარჩუნა მჭიდრო კავშირები ასოციაციასთან და სექტემბერში დაესწრო 10 წლის იუბილესაც.

ასოციაციის ერთ-ერთი წევრი კიბერუსაფრთხოების კომპანია „პროტელიონია“, რომელიც „კგბ“-ის ყოფილი თანამშრომლის საკუთრებაში არსებული რუსული ფირმის შვილობილი კომპანიაა. „პროტელიონი“ ასოციაციიდან მიმდინარე კვირას გარიცხეს. ასოციაციაში კი აცხადებენ, რომ რუსულ დაზვერვასთან კავშირებზე ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება.

მსგავსი