„ბიბისი“ - რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მოსკოვის განყოფილებაში განგაში გამოცხადდა, მოსკოვი-ვორონეჟი-დონის როსტოვის გზაზე მოწყობილია ბლოკპოსტები
„ბიბისი“ - რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მოსკოვის განყოფილებაში განგაში გამოცხადდა, მოსკოვი-ვორონეჟი-დონის როსტოვის გზაზე მოწყობილია ბლოკპოსტები

„ბიბისის“ სპეცსამსახურებთან დაახლოებულმა წყარომ განაცხადა, რომ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მოსკოვის განყოფილებაში განგაში გამოცხადდა.

„ბიბისის“ რუსული ბიუროს ინფორმაციით, ამას ადასტურებს წყარო სამხედრო წრიდან, რომელიც მოსკოვის გარნიზონში განგაშის შესახებ იუწყება.

გავრცელებული ცნობით, დონის გზატკეცილზე (ეს არის მოსკოვი-ვორონეჟი-დონის როსტოვის გზა) რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ეროვნული გვარდიის ჯარების სპეციალური სწრაფი რეაგირების დანაყოფების მხარდაჭერით მოაწყო საგზაო ბლოკპოსტები. მორიგეებს ევალებათ ცეცხლის გახსნა „საფრთხის შემთხვევაში“. ამავდროულად, ტექნიკა მზადყოფნის რეჟიმშია, მაგრამ დანაყოფებს წინსვლის ბრძანება ჯერ არ მიუღიათ.

კიდევ რამდენიმე მედიასაშუალება იუწყება, რომ მოსკოვის უსაფრთხოების ძალები მზადყოფნაში არიან და დედაქალაქში წესდება გეგმა „ციხესიმაგრე“ – ეს არის გეგმა შსს-ს ობიექტების დასაცავად. ამ გეგმაში თანამშრომელთა ზუსტი ქმედებები სახელმწიფო საიდუმლოებას ექვემდებარება, თუმცა ღიად ცნობილია, რომ შსს-ს შენობებში შესასვლელი და გასასვლელი გადაკეტილია.