„ბიბისი“ - რა უნდა ვიცოდეთ ქართველი მორაგბეების შესახებ
„ბიბისი“ - რა უნდა ვიცოდეთ ქართველი მორაგბეების შესახებ

„რა უნდა ვიცოდეთ ქართველი მორაგბეების შესახებ“ – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას გაერთიანებული სამეფოს საზოგადობრივი მაუწყებელი (ბიბისი) 31 აგვისტოს თბილისში დაგეგმილ შოტლანდიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ტესტმატჩის წინ.

„შოტლანდია თიერ ერთის პირველი ნაკრები იქნება, რომელიც შაბათს ტესტმატჩს საქართველოში, იმ ქვეყნის ნაკრებთან გამართვას, რომელიც გლობალური რაგბის ახალ და განვითარებად ძალად მიიჩნევა. საქართველოს ნაკრებს ჰყავს მძიმე და ხმაურიანი მიმდევრები, ასევე ევროპაში თიერ ორის ტიტულების ცვენა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის მილიარდობით დოლარი“ – აღნიშნულია სტატიაში.

„ბიბისის“ ცნობით, 16 წელიწადში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ შვიდი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა პირველი თიერის გუნდებთან.

„შოტლანდიელებთან ბურთის გაგორება არის შესაძლებლობა, რომელსაც ქართველი მორაგბეები დიდი ხანია, ელოდებიან“, – ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს რაგბის აღმავლობაში საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა უდიდესი წვლილი შეიტანა.

როგორც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი მილტონ ჰეიგი ამბობს, ივანიშვილი რაგბის ფანი არ არის, მაგრამ ის სპორტში შთაგონების წყაროს ხედვას და ასევე შესაძლებლობას, გააცნოს მისი ერის შვილები მსოფლიოს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ინვესტიციით თბილისში უმაღლესი დონის ბაზა აშენდა, რომელიც კონკურენციას ყველაზე სახელოვანი ნაკრების ბაზებსაც კი უწევს.

გამოცემის ცნობით, საქართველო მსოფლიო რაგბის რეიტინგში იტალიას უსწრებს.

„საქართველო უმოწყალოდ წარმატებული იყო მეორე თიერში და უკანასკნელი მსოფლიო თასის შემდეგ დაამარცხა სამოა, ტონგა, ფიჯი, კანადა და აშშ-ი. ამიტომ, საქართველო რეიტინგში მეთორმეტე ადგილს ინარჩუნებს. ის იტალიას უსწრებს და სულ მცირედით ჩამორჩება არგენტინას, რომელმაც 2015 წლის შემდეგ რაგბის ჩემპიონატი მხოლოდ სამჯერ მოიგო“, – ნათქვამია სტატიაში.

„ბიბისი“ იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებმა შოტლანდიელი თანატოლები დაამარცხა და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.

„საქართველოს ნაკრების წარმატების სულისჩამდგმელი თედო აბჟანდაძეა, რომელმაც უკვე 10 თამაში ჩაატარა ნაკრებში და მწვრთნელ ჰეიგის ნომერ პირველ დასაყრდენად იქცა“, – წერს „ბიბისი“.

გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნავს, რომ საქართველო უკვე წლებია, „ექვსი ერის“ გაფართოებისთვის და ამ ტურნირში ადგილის მოსაპოვებლად იბრძვის, თუმცა ამ ეტაპზე „ექვსი ერის“ გაფართოებაზე დისკუსია არ მიმდინარეობს.

„თუ მე ვერ ვათამაშებ ბიჭებს თაიერ ერთის ნაკრებებთან, მაშინ ჩემი მოთამაშეებისთვის უკეთესი კონკურენტები მჭირდება. ჩვენ გვყავს მორაგბეები საფრანგეთის ტოპ 14-ში და ეს კარგია, მაგრამ ჩვენ გვინდა, მეტმა მოთამაშემ შეძლოს უფრო მაღალ დონეზე თამაში და ეს ხშირად ხდებოდეს, რათა უნარები განავითარონ“, – ამბობს მილტონ ჰეიგი.