„ბიბისი“ - პოლონეთი ნატო-ს საგანგებო სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხის დაყენებას აპირებს
„ბიბისი“ - პოლონეთი ნატო-ს საგანგებო სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხის დაყენებას აპირებს

პოლონეთი აპირებს, ნატო-ს საგანგებო სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხი დააყენოს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ნატო-ს საგანგებო სამიტი 24 მარტს, ბრიუსელში გაიმართება და მას ალიანსის წევრი სახელმწიფოთა ლიდერები დაესწრებიან, სადაც პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ინიციატივაზე საუბარს გეგმავს.

„ბიბისის“ ცნობით,  ასეთი მისიის მზადყოფნაში მოყვანას რამდენიმე კვირა ან თვე დასჭირდება. გავრცელებული ინფორმაციით, სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მიღებაზე მზაობა უკვე გამოთქვა დანიამაც.