„ბიბისი“ - პეტერბურგში დააკავეს 15 ადამიანი, რომლებმაც უკრაინის მხარდასაჭერად, ტარას შევჩენკოს ძეგლთან ყვავილები მიიტანეს
„ბიბისი“ - პეტერბურგში დააკავეს 15 ადამიანი, რომლებმაც უკრაინის მხარდასაჭერად, ტარას შევჩენკოს ძეგლთან ყვავილები მიიტანეს

პეტერბურგში დააკავეს 15 ადამიანი, რომლებმაც უკრაინის მხარდასაჭერად ტარას შევჩენკოს ძეგლთან ყვავილები მიიტანეს. როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს, შესაბამის ინფორმაციას უფლებადამცველი მედიაპროექტი „ოვდ-ინფო“ ავრცელებს.

როგორც „ბიბისი“ წერს, კიდევ სამი ქალი დააკავეს მოსკოვში, ლესია უკრაინკას ძეგლთან.

სამი ადამიანი დააკავეს ეკატერინბურგში, მემორიალის ყვავილებით შემკობისას. ბარნაულში საბჭოს მოედანზე აქციის გამართვისას ოთხი პირია დაკავებული. უკრაინის მხარდამჭერები დააკავეს რუსეთის სხვა ქალაქებშიც.

ნიჟეგოროდში დააპატიმრეს მუნიციპალური დეპუტატი დმიტრი მოჩალინი, რომელიც ერთკაციან პიკეტს მართავდა პლაკატით „მშვიდობა – უკრაინას. ჯარისკაცი – სახლში“.