„ბიბისი“ – მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი შემცირდა მას შემდეგ, რაც ჰორმუზის სრუტის გახსნის მოლოდინი გაჩნდა

23:19, 04.08.2026

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი შემცირდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

„ბიბისის“ ცნობით, დღეს ერთი ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 79 დოლარამდე შემცირდა, რაც გუშინდელთან შედარებით 5,3%-ით ნაკლებია.

ფასის კლება შეინიშნება ამერიკული West Texas Intermediate-ის მარკის ნავთობზეც. ერთი ბარელი WTI-ს ნედლი ნავთობის ფასი დღეს 5,6%-ით შემცირდა და 75,80 დოლარს შეადგენს.

ეს არის 13 ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალი ნიშნული.

როგორც „ბიბისი“ წერს, ნავთობის ფასები მას შემდეგ შემცირდა, რაც გაჩნდა მოლოდინი, რომ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვები, შესაძლოა, კვლავ აღდგეს.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ირანსა და ომანს შორის ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში პროგრესია მიღწეული.

მსგავსი