„ბიბისი" მერლინ მონროს შესახებ სერიალს გადაიღებს
„ბიბისი" მერლინ მონროს შესახებ სერიალს გადაიღებს

„ბიბისი” ამერიკელი მსახიობის, მერლინ მონროს შესახებ სერიალს გადაიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ტელეარხი ავრცელებს.

ახალი სერიალის სახელწოდება „მერლინ მონროს ბოლო დღეები“ იქნება და ის მსახიობის და ამერიკის შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს.

გავრცელებული ინფორმაციით, სერიალს კიტ ბადმანის წიგნის – „მერლინ მონროს ბოლო წლები: შოკის მომგვრელი ისტორია“ მიხედვით გადაიღებენ.