„ბიბისი“ - ლვოვში, იავორივის სამხედრო ბაზაზე რუსეთის ავიაიერიშების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, 57 კი დაშავდა
„ბიბისი“ - ლვოვში, იავორივის სამხედრო ბაზაზე რუსეთის ავიაიერიშების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, 57 კი დაშავდა

ლვოვის რეგიონში, იავორივის სამხედრო ბაზაზე რუსეთის ავიაიერიშების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, 57 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ლვოვის გუბერნატორზე, მაქსიმ კოზიცკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ამჟამად ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ.

მაქსიმ კოზიცკის თქმით, ბაზას 30-ზე მეტი რაკეტა ესროლეს. სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული.