„ბიბისი“ - კიევში შეკრებილმა ევროპელმა ლიდერებმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს და 12 მაისიდან ცეცხლის შეწყვეტის გეგმები განიხილეს
„ბიბისი“ - კიევში შეკრებილმა ევროპელმა ლიდერებმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს და 12 მაისიდან ცეცხლის შეწყვეტის გეგმები განიხილეს

კიევში შეკრებილმა ევროპელმა ლიდერებმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის გეგმები განიხილეს, რომლის ათვლაც შეიძლება, 12 მაისიდან დაიწყოს.

ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.

როგორც მედია წერს, ე.წ. მსურველთა კოალიციის ვირტუალური შეხვედრის შემდეგ უკრაინის ლიდერმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა დონადლ ტრამპს მიაწოდეს ინფორმაცია აშშ-ის წინადადებისადმი მათი მხარდაჭერის შესახებ.