„ბიბისი“ - ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს ხუთი მილიონი ხმით უსწრებს
„ბიბისი“ - ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს ხუთი მილიონი ხმით უსწრებს

ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს ხუთი მილიონი ხმით უსწრებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა 77 320 000 ხმა მიიღო, ხოლო დონალდ ტრამპმა 72 220 000.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჰილარი კლინტონმა რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს 1,3 მილიონი ხმით აჯობა. თუმცა, აშშ-ის საარჩევნო კოლეგიების ხმების უმრავლესობა ტრამპმა მიიღო და 45-ე პრეზიდენტი გახდა.