„ბიბისი“ - ისრაელის თავდაცვის მინისტრი თვითიზოლაციაშია
„ბიბისი“ - ისრაელის თავდაცვის მინისტრი თვითიზოლაციაშია

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ბენი განცი თვითიზოლაციაშია. „ბიბისის“ ინფორმაციით, ბენი განცს სავარაუდოდ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ პაციენტთან ჰქონდა შეხება.

„ბიბისი“ წერს, რომ ისრაელში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რიცხვმა იმატა. როგორც ტელევიზიას ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განუცხადა, ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნა ნაადრევი იყო და ინფიცირების შემთხვევების მატებაც სწორედ ამას უკავშირდება.