„ბიბისი“ - ისრაელის შეიარაღებული ძალები დღეს ღამით „ჰამასის“ ობიექტებზე ინტენსიური იერიშისთვის ემზადებიან
„ბიბისი“ - ისრაელის შეიარაღებული ძალები დღეს ღამით „ჰამასის“ ობიექტებზე ინტენსიური იერიშისთვის ემზადებიან

ისრაელის შეიარაღებული ძალები დღეს ღამით მოძრაობა „ჰამასის“ ობიექტებზე ინტენსიური იერიშისთვის ემზადებიან. ამის შესახებ გამოცემა „ბიბისი“ „იერუსალიმ პოსტზე“ დაყრდნობით იუწყება, რომელიც თავის მხრივ თავდაცვის პრესსპიკერის, ჰიდაი ზილბერმანს ციტირებს.

„წინ ინტენსიური ღამე გვაქვს ახალ ლოკაციებზე“, – აცხადებს მაღალჩინოსანი.

თავდაცვის ძალების ინფორმაციით, 10 მაისიდან, მათ ათობით ტერორისტული სამიზნე და 15 კმ -ის სიგრძის მიწისქვეშა გვირაბების ქსელი გაანადგურეს, რომელსაც „ჰამასის“ მებრძოლები იყენებდნენ.