„ბიბისი“ - ისრაელი-ლიბანის საზღვარზე ინციდენტი მოხდა, „ჰეზბოლას“ მებრძოლები ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრას შეეცადნენ
„ბიბისი“ - ისრაელი-ლიბანის საზღვარზე ინციდენტი მოხდა, „ჰეზბოლას“ მებრძოლები ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრას შეეცადნენ

ისრაელი-ლიბანის საზღვარზე ინციდენტი მოხდა. როგორც „ბიბისი“ ისრაელის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მებრძოლები ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრას შეეცადნენ. გამოცემის ცნობით, იერიში ისრაელელმა სამხედროებმა მოიგერიეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, „ჰეზბოლას“ ოთხი მებრძოლი თავდასხმას ისრაელის თავდაცვის ძალებზე გეგმავდა, თუმცა მათ სამხედროებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს.

ამ დროისთვის მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.