„ბიბისი“ - ისრაელელმა სამხედროებმა რაფაჰში, ჰუმანიტარული დახმარების ცენტრთან მყოფ პალესტინელებს ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა 26 და დაშავდა 150 ადამიანი 
„ბიბისი“ - ისრაელელმა სამხედროებმა რაფაჰში, ჰუმანიტარული დახმარების ცენტრთან მყოფ პალესტინელებს ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა 26 და დაშავდა 150 ადამიანი 

ისრაელელმა სამხედროებმა რაფაჰში ჰუმანიტარული დახმარების ცენტრთან მყოფ პალესტინელებს ცეცხლი გაუხსნეს. როგორც „ბიბისი“ წერს, მომხდარის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 150 დაშავდა.

მედიის ცნობით, აშშ-ის მხარდაჭერით შექმნილი ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრთან პალესტინელები ადგილობრივი დროით 04:30-ზე შეიკრიბნენ, რა დროსაც ისრაელელი სამხედროები და ტანკები გამოჩნდნენ. მათ ცეცხლი გაუხსნეს ადგილზე შეკრებილ პალესტინელებს. ადგილობრივმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს დაშავებულებისა და დაღუპულების კადრები, რომლებიც ადგილობრივებს ვირშებმული ურმებით გადაჰყავდათ, რადგან, როგორც იუწყებიან, სამაშველო ჯგუფები ვერ ახერხებდნენ შემთხვევის ადგილზე მისვლას.