„ბიბისი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმის შედეგად ქალაქ მინაბის გოგონათა სკოლაში 53 ადამიანი დაიღუპა
აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმის შედეგად ქალაქ მინაბის გოგონათა სკოლაში 53 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ირანულ მედიაზე დაყდნობით ავრცელებს.
ირანის განათლების სამინისტროს პრესსპიკერის, ალი ფარჰადის განცხადებით, დაბომბვის შედეგად 63 ადამიანი დაშავდა.
„ნგრევის სიმძიმის გათვალისწინებით, სკოლიდან ნანგრევების გატანის და მოწამეთა და დაშავებულთა პოვნის სამუშაოები კვლავ გრძელდება“, – განაცხადა ალი ფარჰადიმ.