„ბიბისი“ – ირანში აცხადებენ, რომ პრიორიტეტი ჩამოგდებული ამერიკული თვითმფრინავის ეკიპაჟის ცოცხლად აყვანაა, დაწესებულია ჯილდო მტრული ძალების აყვანის ან ლიკვიდაციისთვის
თეირანისთვის პრიორიტეტი ჩამოგდებული ამერიკული თვითმფრინავის ეკიპაჟის „ცოცხლად აყვანაა“. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ირანის სამხრეთ პროვინციის, კოჰგილუიე-ბოიერ-აჰმადის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, „გუბერნატორის ოფისი განსაკუთრებულად დააჯილდოებს მათ, ვინც მტრული ძალების წარმომადგენლების აყვანას ან ლიკვიდაციას შეძლებს“.
„ბიბისის“ ცნობით, ადგილობრივმა მოვაჭრეებმა 10 მილიარდი ირანული თუმანის (დაახლოებით 50 000 ფუნტი სტერლინგის) ოდენობის ჯილდო დააწესეს ნებისმიერი პირისთვის, ვინც ამერიკელ „შემოჭრილს“ იპოვის.