„ბიბისი“ – ირანის წინააღმდეგ ტრამპის მორიგი მუქარის შემდეგ ნავთობის ფასმა 110 დოლარს მიაღწია

09:35, 06.04.2026

ირანის წინააღმდეგ ტრამპის მორიგი მუქარის შემდეგ ნავთობის ფასმა 110 დოლარს მიაღწია. „ბიბისის“ ცნობით, აზიის ბაზარზე ბრენტის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი 1.6%-ით გაიზარდა და 110.85 დოლარი გახდა.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ში ნედლი ნავთობის ფასი 0.3%-ით გაიზარდა და 111.80 დოლარს მიაღწია.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ირანს ზავის დასადებად ვადა სამშაბათამდე მისცა, წინააღმდეგ შემთხევაში შეერთებული შტატები ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე დარტყმით იმუქრებოდა.

მსგავსი