„ბიბისი“ - ინგლისში მოქალაქეები კოვიდტესტების გაკეთებას კვირაში ორჯერ უფასოდ შეძლებენ
„ბიბისი“ - ინგლისში მოქალაქეები კოვიდტესტების გაკეთებას კვირაში ორჯერ უფასოდ შეძლებენ

ინგლისში მოქალაქეები კოვიდტესტების გაკეთებას კვირაში ორჯერ უფასოდ შეძლებენ, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, ახალი ინიციატივის მიზანს უსიმპტომო ინფიცირებულების გამოვლენა წარმოადგენს, ეს კი თავისთავად ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცლების ტემპის შეკავებას.

ტესტების შეკვეთა მოქალაქეებს ინტერნეტის საშუალებით შეეძლებათ. რეგისტრაციის შემდეგ მათ სურვილისამებრ სახლში ან სამსახურში მიაკითხავენ და ტესტს ჩაუტარებენ. ამასთან, პერიოდულად ტესტირება ჩატარდება სკოლებსა და კოლეჯებშიც.

კიდევ ერთი სიახლე წარმოადგენს ტესტების აფთიაქებში შეტანა, საიდანაც მათ წაღებას 18 წელს გადაცილებული მოქალაქეები შეძლებენ. სპეციალურ ყუთში შვიდი კოვიდტესტი იქნება მოთავსებული, რომლის გამოყენებაც ოჯახებს კვირაში ორჯერ შეეძლებათ.

როგორც გაერთიანებულ სამეფოში აცხადებენ, უფასო ტესტებით სარგებლობას თავდაპირველად მხოლოდ ინგლისის მოქალაქეები შეძლებენ. შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ადმინისტრაციები ტესტირების შესახებ გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ.

უფასო კოვიდტესტების გავრცელების შესახებ ინფორმაცია იმ ფონზე გახდა ცნობილი, როდესაც დიდი ბრიტანეთის მთავრობა კარანტინის რეჟიმის მორიგი შემსუბუქებისთვის ემზადება. 12 აპრილიდან იგეგმება სპორტული დარბაზებისა და მაღაზიების ნაწილის გახსნა. ასევე ბარები და რესტორნები ღია სივრცეებში შეძლებენ მოქალაქეთა მიღებას.