„ბიბისი“ - იდლიბში თურქეთის ავიაიერშის შედეგად 19 სირიელი სამხედრო დაიღუპა
„ბიბისი“ - იდლიბში თურქეთის ავიაიერშის შედეგად 19 სირიელი სამხედრო დაიღუპა

იდლიბში თურქეთის მიერ განხორციელებულ ავიაიერშის შედეგად 19 სირიელი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთმა სირიის ძალების ავიაგამანადგურებელიც ჩამოაგდო.

პარალელურად განცხადება გაკეთდა მოსკოვში. კრემლში ამბობენ, რომ ისინი სირიის საჰაერო სივრცეში თურქული ვერტმფრენების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფენ.