„ბიბისი“ - ასადის არმიის იერიშების შედეგად იდლიბში 20 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
სირიაში, პროვინცია იდლიბში, ასადის არმიის იერიშების შედეგად 20 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მათ შორის ცხრა ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ბიბისი“ სირიელი უფლებადამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, სირიის არმიის სამიზნეებს შორის იყო სკოლები და საავადმყოფოები. იერიშები მიიტანეს როგორც ქალაქ იდლიბზე, ისე მის შემოგარენზეც. ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა ბაშარ ასადის ჯარისკაცების ქმედებას „ბარბაროსობა“ უწოდეს.
სირიის არმიის იერიში პროვინცია იდლიბზე უკვე რამდენიმე კვირაა, გრძელდება. იდლიბი ბოლო რეგიონია, რომელსაც სირიის ოპოზიცია აკონტროლებს.