„ბიბისი“ – „ჰამასმა“ დღეს კიდევ ერთი, მეექვსე მძევალი გაათავისუფლა

17:29, 22.02.2025

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში „ჰამასმა“ კიდევ ერთი, მეექვსე მძევალი გაათავისუფლა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

მძევლები „წითელი ჯვრის“ ორგანიზაციას ქალაქ რაფაჰში და ნუსეირათში გადასცეს.

მეექვსე გათავისუფლებული მძევალია ჰიშამ ალ-საიედი, რომელიც „ჰამასის“ ტყვეობაში 2015 წლიდან იმყოფებოდა.

როგორც „ბიბისი“ წერს, სხვა მძევლებისგან განსხვავებით, ჰიშამ ალ-საიედი „წითელ ჯვარს“ სპეციალური ცერემონიის გარეშე გადასცეს.

მანამდე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში „ჰამასმა“ ხუთი მძევალი გაათავისუფლა.

მსგავსი