„ბიბისი“ - „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ნავთობის ფასები იზრდება
„ბიბისი“ - „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ნავთობის ფასები იზრდება

„ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ნავთობის ფასები იზრდება.

„ბიბისის“ ცნობით, ერთი ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულებამ 86,83 დოლარი შეადგინა.

გაიზარდა ამერიკული ნავთობის ფასიც. დასავლეთ ტეხასის ტიპის ნავთობის ერთი ბარელის ფასმა 85.10 დოლარს მიაღწია.

როგორ ტელეკომპანია წერს, საერთაშორისო ბაზრებზე შეშფოთებული არიან, რომ ისრაელსა და ღაზის სექტორში არსებული სიტუაციის გამო ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის მიწოდება შეფერხდება.