„ბიბისი“ - გვალვა დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში ელექრონერგიის გამომუშავების შემცირებას იწვევს
„ბიბისი“ - გვალვა დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში ელექრონერგიის გამომუშავების შემცირებას იწვევს

გვალვა დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში ელექრონერგიის გამომუშავების შემცირებას იწვევს, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

ექსპერტების მონაცემებით, მაღალი ტემპერატურისა და უნალექობის გამო, ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის მოცულობა 20%-ით შემცირდა.

ატომური ელექტროსადგურები ასევე შეზღუდულად მუშაობენ, რადგან ისინი გამაგრილებელ სისტემაში მდინარეების წყალს იყენებენ. ეს ყოველივე კი, დამატებით პრობლემებს უქმნის ევროპას, რომელიც ცდილობს, რუსული ენერგორესურსების ალტერნატივა მოძებნოს.

ჰიდროელექტროსადგურები მიერ გამოყოფილი ენერგია მნიშვნელოვანია ევროპისთვის. მაგალითად იტალია საჭირო ენერგიის 1/5-ს ჰიდროელექტროსადგურებიდან იღებს.

ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას ესპანეთიც, სადაც ჰიდროენერგიის მოცულობა შემცირებულია.

საფრანგეთში ძლიერი სიცხის გამო, ატომური ელექტროსადგურების რეაქტორების 50%-ის მუშაობა დროებით შეჩერებულია.