„ბიბისი“ - გერმანიაში ჩამსვლელი ყველა მოქალაქისთვის 8 აგვისტოდან „კოვიდ-19“-ზე ტესტი სავალდებულო ხდება
„ბიბისი“ - გერმანიაში ჩამსვლელი ყველა მოქალაქისთვის 8 აგვისტოდან „კოვიდ-19“-ზე ტესტი სავალდებულო ხდება

გერმანიაში ჩამსვლელი ყველა მოქალაქისთვის 8 აგვისტოდან „კოვიდ-19“-ზე ტესტის გაკეთება სავალდებულო ხდება, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გერმანიის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების ზრდის გამო მიიღო.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს სპანის განცხადებით, ინფექციის შემთხვევების მატება საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ მოგზაურებს და სოციალური დისტანცირების მიმართ ზედმეტად თვითკმაყოფილ დამოკიდებულებას უკავშირდება.

გერმანიაში ბოლო სამ თვეში პირველად „კოვიდ-19“-ის 1000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. „ბიბისი“ წერს, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის: საბერძნეთში, საფრანგეთსა და ესპანეთში ინფიცირების შემთხვევების ზრდა შეინიშნება.