„ბიბისი“ - გერმანიამ უკრაინას ორი ათასი გენერატორი და ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა გაუგზავნა
„ბიბისი“ - გერმანიამ უკრაინას ორი ათასი გენერატორი და ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა გაუგზავნა

გერმანიამ უკრაინას ორი ათასი გენერატორი და ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა გაუგზავნა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრის, სვენია შულცეს განცხადებით, გერმანიამ უკრაინას ხანძარსაწინააღმდეგო და სამოქალაქო თავდაცვის აღჭურვილობა გაუგზავნა.

მინისტრის თქმით, 18 მარტს უკრაინაში ორი ათასი გენერატორი, წყლის რეზერვუარები, კარვები, საძილე ტომრები, 21 პორტატული სახანძრო ტუმბო და საევაკუაციო ავტობუსი გააგზავნეს.

„უკრაინაში ახლა მნიშვნელოვანია ადამიანების დახმარება, ვინც ამას საჭიროებს. ჩვენ მრავალი წელია, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უკრაინასთან. რა თქმა უნდა, ჩვენი პროექტები ვერ გაგრძელდება ისე, როგორც ომამდე იყო. ჩვენ ვიმოქმედეთ სწრაფად და შევცვალეთ მექანიზმები ამ საგანგებო ვითარებაში. დღის წესრიგში დგას დახმარების სწრაფად, ბიუროკრატიის გარეშე აღმოჩენა იქ, სადაც ყველაზე მეტად არის საჭიროა. მაგალითად, ჩვენ ვეხმარებით ხანძარსაწინააღმდეგო მანქანებით, სატვირთო მანქანებით, ელექტროენერგიის გენერატორებით, საცხოვრებლებით ლტოლვილთათვის და ვუწევთ ფსიქოლოგიურ დახმარებას“ , – განაცხადა შულცემ.