„ბიბისი“ - ევროკავშირის შს მინისტრების უმეტესობა მხარს უჭერს დროებითი დაცვის დირექტივის ამოქმედებას, რაც უკრაინელი ლტოლვილების გამარტივებული წესით მიღებას ითვალისწინებს
„ბიბისი“ - ევროკავშირის შს მინისტრების უმეტესობა მხარს უჭერს დროებითი დაცვის დირექტივის ამოქმედებას, რაც უკრაინელი ლტოლვილების გამარტივებული წესით მიღებას ითვალისწინებს

ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების უმეტესობა მხარს უჭერს ევროკავშირის დროებითი დაცვის დირექტივის ამოქმედებას, რაც უკრაინელი ლტოლვილების გამარტივებული წესით მიღებას ითვალისწინებს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ამგვარად, უკრაინელ ლტოლვილებს უფლება ექნებათ, ევროკავშირში სამი წლით დარჩნენ ისე, რომ თავშესაფარი არ მოითხოვონ.

ამჟამად, უკრაინის მოქალაქეებს, უვიზო რეჟიმის ფარგლებში, შენგენის ზონაში 90 დღით დარჩენის უფლება აქვთ. ევროკავშირში აცხადებენ, რომ დროებითი დაცვის დირექტივის ამოქმედებით, უკრაინელებს გაუმარტივდებათ ევროკავშირის ქვეყნებში დროებით დასახლება და ეს მათ თავიდან ააცილებს ბიუროკრატიულ პროცედურებს.

აღნიშნულ საკითხზე ბრიუსელში ევროკავშირის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებმა იმსჯელეს. საკითხს ასევე განიხილავენ ხუთშაბათს დაგეგმილ საბჭოს სხდომაზე.