„ბიბისი“ – ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ნიდერლანდების საყოველთაო არჩევნებში ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტია“ იმარჯვებს

09:32, 23.11.2023
Dutch far-right politician and leader of the PVV party, Geert Wilders reacts to the exit poll and early results in the Dutch parliamentary elections, in The Hague, Netherlands November 22, 2023. REUTERS/Yves Herman

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ნიდერლანდების საყოველთაო არჩევნებში ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტია“ იმარჯვებს, რომლის ლიდერიც ხეერტ ვილდერსია. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

ამავე მონაცემების მიხედვით, სავარაუდოდ, პარტია 36 მანდატს მიიღებს, ხოლო მემარცხენე ალიანსი, რომელსაც ევროკომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ფრანს ტიმერმანსი ხელმძღვანელობს 25 მანდატს მოიპოვებს.

რაც შეეხება პარტიას, „სახალხო პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“, რომელსაც წლების განმავლობაში სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ხელმძღვანელობდა, ეგზიტპოლის შედეგების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, 23 მანდატს მიიღებს.

არჩევნების შედეგები დაადგენს, თუ ვინ გახდება ნიდერლანდების ახალი პრემიერ-მინისტრი და შეცვლის მარკ რუტეს.

მსგავსი