„ბიბისი“ - ეგვიპტე მოუწოდებს ისრაელს, შეწყვიტოს საჰაერო თავდასხმები რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელთან
„ბიბისი“ - ეგვიპტე მოუწოდებს ისრაელს, შეწყვიტოს საჰაერო თავდასხმები რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელთან

ეგვიპტე მოუწოდებს ისრაელს, შეწყვიტოს საჰაერო თავდასხმები რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელთან, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

სოციალურ ქსელში დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ სასაზღვრო გადასასვლელი ღია დარჩა, მაგრამ პალესტინის მხარეს ობიექტები განადგურდა „ისრაელის განმეორებითი დაბომბვის შედეგად, რაც ხელს უშლიდა მის გამართულ მუშაობას“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნებსა და ორგანიზაციებს შეუძლიათ დახმარების გადატანა ალ-არიშის საერთაშორისო აეროპორტში, ჩრდილოეთ სინაიში და მოუწოდა ისრაელს საჰაერო თავდასხმების შეწყვეტისკენ, რათა აეროპორტი გარემონტდეს და ღაზაში პალესტინელებისთვის „მაშველი რგოლი“ იყოს.