„ბიბისი“ დონალდ ტრამპს მისი გამოსვლის რედაქტირებისთვის, სადაც ტრამპი თითქოს ძალადობას მხარს უჭერდა, ბოდიშს უხდის, თუმცა კომპენსაციის გადახდაზე უარს აცხადებს
„ბიბისი“ დონალდ ტრამპს მისი გამოსვლის რედაქტირებისთვის, სადაც ტრამპი თითქოს ძალადობას მხარს უჭერდა, ბოდიშს უხდის, თუმცა კომპენსაციის გადახდაზე უარს აცხადებს

„ბიბისი“ დონალდ ტრამპს მისი გამოსვლის რედაქტირებისთვის, სადაც ტრამპი თითქოს ძალადობას მხარს უჭერდა, ბოდიშს უხდის, თუმცა კომპენსაციის გადახდაზე უარს აცხადებს.

„ბიბისის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიის თავმჯდომარემ, სამირ შაჰმა თეთრ სახლს პირადი წერილი გაუგზავნა, რომელშიც ტრამპს განუმარტეს, რომ მთლიანი კორპორაციის სახელით ბოდიშს იხდიან რედაქტირებისთვის და მაუწყებელი არ გეგმავს Panorama-ს სახელით ცნობილი დოკუმენტური ფილმის ხელახლა ჩვენებას თავის რომელიმე პლატფორმაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ „ბიბისი“ გულწრფელად ნანობს ვიდეოკლიპის რედაქტირების წესს, ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით, რომ არსებობს ცილისწამების ბრალდების საფუძველი“, – განაცხადა „ბიბისიმ“.

საქმე ეხება „ბიბისის“ დოკუმენტურ ფილმს, რომელმაც, როგორც „ბიბისი“ აცხადებს, მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა. ბრიტანული გაზეთის, „ტელეგრაფის“ მიერ მოპოვებული „ბიბისის“ შიდა დოკუმენტის თანახმად, დოკუმენტურმა ფილმმა ტრამპის გამოსვლის ორი სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთს მიაბა და ისე წარმოაჩინა, თითქოს დონალდ ტრამპი ღიად მოუწოდებდა მომიტინგეებს კაპიტოლიუმში არეულობებისკენ. რედაქტირებული ვერსიით, ტრამპი ამბობდა: „მივალთ კაპიტოლიუმთან და ვიბრძოლებთ ბოლომდე“. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლევიტმა Telegraph-თან ინტერვიუში „ბიბისის“ „პროპაგანდის მანქანა“ უწოდა. ტრამპის ადვოკატებმა კი „ბიბისის“ მოუწოდეს, გაეუქმებინა „პანორამას“ გადაცემა, ბოდიში მოეხადა პრეზიდენტისთვის და შესაბამისი კომპენსაცია გადაეხადა მიყენებული ზიანისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლოში სარჩელს შეიტანდნენ და, მინიმუმ, ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციას მოითხოვდნენ.