„ბიბისი“ - დონალდ ტრამპმა გრენლანდიის მიყიდვაზე უარის გამო, დანიაში ვიზიტი გააუქმა
„ბიბისი“ - დონალდ ტრამპმა გრენლანდიის მიყიდვაზე უარის გამო, დანიაში ვიზიტი გააუქმა

დონალდ ტრამპმა გრენლანდიის მიყიდვაზე უარის გამო, დანიაში ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დასახვედრად დანიაში მასშტაბური ღონისძიებები იგეგმებოდა, თუმცა კოპენჰაგენი გრენლანდიის გაყიდვის თემის განხილვას არ აპირებს. ამის შესახებ ევროპული ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ განაცხადა. სწორედ ამიტომ, თეთრი სახლის ლიდერმა ოფიციალური ვიზიტი გააუქმა.

გასულ კვირას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიის ყიდვით არის დაინტერესებული. თუმცა დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა აღნიშნა, რომ ეს აბსურდია და იმედი გამოთქვა, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არ საუბრობდა.

დონალდ ტრამპი ოფიციალური ვიზიტით დანიაში 2-3 სექტემბერს უნდა ჩასულიყო. ის ევროპული ქვეყანაში დედოფალმა მარგარეტ მეორემ მიიწვია.