„ბიბისი“ - დონალდ ტრამპმა და კატარის ემირმა სატელეფონო საუბრისას ირანსა და აშშ-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროგრესი განიხილეს
დონალდ ტრამპმა და კატარის ემირმა სატელეფონო საუბრისას ირანსა და აშშ-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროგრესი განიხილეს, – ამის შესახებ „ბიბისი” წერს.
კატარის ემირის, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანის პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე ლიდერმა „განიხილა კონსულტაციებისა და შეთანხმებების შედეგები, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის გაიმართა, რამაც პროგრესი გამოიწვია“.
„აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მიღწეული შეთანხმებები დამტკიცებულია ყველა დაინტერესებული მხარის მიერ, არაერთი მოძმე და მეგობარი ქვეყნის, მათ შორის, კატარის მონაწილეობითა და მხარდაჭერით, ხოლო შეთანხმების ხელმოწერის ღონისძიებების გამოცხადების მოსამზადებლად საბოლოო პროცედურების დასრულების მცდელობები გრძელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.