„ბიბისი“ - დონალდ ტრამპი ავღანეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის განახევრებას გეგმავს
„ბიბისი“ - დონალდ ტრამპი ავღანეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის განახევრებას გეგმავს

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ავღანეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის განახევრებას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნების ინფორმაციით, ტრამპი უახლოეს მომავალში გასცემს განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ავღანეთში დისლოცირებული 5 000 სამხედროდან ნახევარი სამშობლოში დაბრუნდება.

ამავე წყაროს ცნობით, ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვი შემცირდება ერაყშიც, სადაც იანვრის დასაწყისისთვის 2 500 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დარჩება.

როგორც ამერიკული მედია წერს, ამერიკული ძალების ავღანეთიდან და ერაყიდან გაყვანის პროცესი 15 იანვარს უნდა დასრულდეს.

შეგახსენებთ, მანამდე დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ყველა ამერიკელი ჯარისკაცის სახლში დაბრუნება სურს.