„ბიბისი“ - „დიდი შვიდეულის“ სამიტი ნაადრევად დატოვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რადგან აშშ-ს სურდა რუსეთთან მიმართებით დეკლარაციის ტექსტის შერბილება, რაც სხვა ლიდერებმა არასამართლიანად მიიჩნიეს
„ბიბისი“ - „დიდი შვიდეულის“ სამიტი ნაადრევად დატოვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რადგან აშშ-ს სურდა რუსეთთან მიმართებით დეკლარაციის ტექსტის შერბილება, რაც სხვა ლიდერებმა არასამართლიანად მიიჩნიეს

„დიდი შვიდეულის“ სამიტი ერთობლივი დეკლარაციის გარეშე დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, სამიტი ნაადრევად დატოვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

როგორც „ბიბისი“ წერს, ზელენსკის ნაადრევად დატოვების მიზეზი აშშ-ის პოზიცია გახდა, რომელსაც სურდა, რუსეთთან მიმართებაში შეერბილებინა განცხადების ტექსტი, რაც სამიტის მონაწილე დანარჩენმა ლიდერებმა უკრაინისთვის არასამართლიანად მიიჩნიეს. შესაბამისად, კანადამ როგორც მასპინძელმა ქვეყანამ, გააუქმა ხელმოწერის პროცედურა.

„ამერიკელებს არ სურდათ ტექსტში გარკვეული მწვავე განცხადებები რუსეთის მისამართით, რადგან ისინი შიშობდნენ, რომ ეს ხელს შეუშლის ომის დასრულების თაობაზე ამ ქვეყანასთან მოლაპარაკებებს“, – ციტირებს კანადური ტელეკომპანია CBC ანონიმურ წყაროს.

ერთობლივი განცხადების ტექსტის ნაწილს, რომელიც შეთანხმებულია სამიტის მონაწილე დანარჩენ ექვს ლიდერთან, ცალკე გამოაქვეყნებს კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი სამიტის შედეგების შესახებ განცხადებაში.