„ბიბისი“ - დიდი ბრიტანეთის ქალაქ რედინგში თავდასხმას ტერორისტულ აქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს
„ბიბისი“ - დიდი ბრიტანეთის ქალაქ რედინგში თავდასხმას ტერორისტულ აქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს

დიდი ბრიტანეთის ქალაქ რედინგში მომხდარ თავდასხმას ტერორისტულ აქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ თავდასხმა ქალაქის პარკში გუშინ მოხდა. ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა სამი ადამიანი, კიდევ სამი დაჭრილი კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით, ერთ-ერთი მათგანი სახლში გაწერეს.

თავდამსხმელი 25 წლის მამაკაცია, რომელიც პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა. წინასწარი ცნობებით, ის წარმოშობით ლიბიელია.

მომხდარის გამო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელ პირებს ესაუბრა.