ჩინეთმა ტაივანთან ახლოს „სადამსჯელო“ წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც ცნობილია, წვრთნების დაწყების მიზეზად ჩინეთი ტაივანის მხრიდან სეპარატისტულ ქმედებას ასახელებს.
ჩინელი სამხედროების მიერ გავრცელებულ რუკაზე აღნიშნულია, თუ როგორ ჩატარდება წვრთნები კუნძულთან. თავდაპირველი წვრთნა მოიცავს ტაივანის კუნძულებს ჩინეთის სანაპიროსთან ახლოს.
კომენტარი გაკეთდა ტაივანის ახალარჩეული პრეზიდენტის, ლაი ცინ-დეს ადმინისტრაციაშიც.
„სამწუხაროა ჩინეთის მიერ ცალმხრივი სამხედრო პროვოკაციების გამოყენება იმისთის, რომ საფრთხის წინაშე დააყენოს ტაივანის დემოკრატია და თავისუფლება“, – ამბობენ ადმინისტრაციაში.
მათ დაამშვიდეს საზგადოება და განაცხადეს, რომ ეროვნული უსაფრთხოების გუნდი იაზრებს არსებულ სიტუაციას.
ჩინეთმა „სადამსჯელო“ წვრთნების ჩატარება ლაი ცინ-დეს ინაუგურაციის ცერემონიიდან სამი დღის შემდეგ დაიწყო. მათ დაგმეს ლაი ცინ-დესის გამოსვლა ინაუგურაციაზე, სადაც ის აცხადებდა, რომ ჩინეთმა უნდა შეწყვიტოს ტაივანის პოლიტიკური და სამხედრო დაშინება. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ ტაივანის ახალარჩეულ პრეზიდენტს სამარცხვინო უწოდა.