„ბიბისი“ - ბუკინგემის სასახლესთან დააკავეს მამაკაცი, რომელმაც სასახლის ტერიტორიაზე თოფის ვაზნები გადაყარა
„ბიბისი“ - ბუკინგემის სასახლესთან დააკავეს მამაკაცი, რომელმაც სასახლის ტერიტორიაზე თოფის ვაზნები გადაყარა

ბუკინგემის სასახლესთან დააკავეს მამაკაცი, რომელმაც სასახლის ტერიტორიაზე თოფის ვაზნები გადაყარა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, მამაკაცს ხელში საეჭვო იარაღი და ჩანთა ეჭირა, რომელიც გამნაღმველებმა ააფეთქეს.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

შეგახსენებთ, რომ 6 მაისს დაგეგმილია მეფე ჩარლზ III-ის კორონაცია, რის გამოც უსაფრთხოების ზომები ბუკინგემის სასახლესთან განსაკუთრებით გამკაცრებულია.