„ბიბისი“ - ბრიტანეთში ჩასულ ტურისტებს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ
„ბიბისი“ - ბრიტანეთში ჩასულ ტურისტებს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ

დიდ ბრიტანეთში ჩასულ ტურისტებს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი შესაბამის გადაწყვეტილებას მოქალაქეებს 10 მაისს გააცნობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც „ბიბისი“ წერს, ამ ნაბიჯით დიდი ბრიტანეთის მთავრობა კორონავირუსის მეორე ტალღის თავიდან აცილებას ცდილობს.

ბრიტანული ავიაკომპანიების ასოციაციაში მსგავსი გეგმის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

„ეს წინადადება ქვეყანაში საერთაშორისო ტურიზმს გაანადგურებს,“ – განაცხადეს ასოციაციაში.

როგორც ვარაუდობენ, 10 მაისს ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთში კარანტინის რეჟიმის შემსუბუქების გეგმას გამოაცხადებს.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ინფექციით 32 241 ადამიანი გარდაიცვალა.