„ბიბისი“ – ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ბაზასთან ახლოს, რომელსაც აშშ-ის საჰაერო ძალებიც იყენებს, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია
ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ბაზასთან ახლოს, რომელსაც შეერთებული შტატების საჰაერო ძალებიც იყენებს, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
სამართალდამცავების ცნობით, რამდენიმე მამაკაცი ასაფეთქებელი ნივთიერებების შესახებ კანონის შესაძლო დარღვევის ეჭვით დააკავეს. ბრიტანეთის არმიის გამნაღმველთა სპეციალიზებული ჯგუფი ამჟამად რამდენიმე ავტომობილს ამოწმებს. პოლიციის ცნობით, ტერიტორიაზე უსაფრთხოების პერიმეტრია მოწყობილი. სამართალდამცველები მიიჩნევენ, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება.
ადგილზე საგანგებო სამსახურების წარმომადგენლები, მათ შორის სახიფათო ზონაში რეაგირების სპეციალური ჯგუფია მობილიზებული.
გლოსტერშირის პოლიციის ცნობით, რაფ ფეირფორდის ბაზასთან ახლოს მდებარე სოფელ უელფორდის მცხოვრებლები დროებით დასასვენებელ ცენტრში გადაიყვანეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
ცნობისთვის, რაფ ფეირფორდის ბაზას ირანში კონფლიქტის დაწყების შემდეგ აშშ ბომბდამშენების დისლოცირებისთვის იყენებს.