„ბიბისი“ – ბოლო 24 საათში რუსეთის ძალები კიევს ხუთი კილომეტრით მიუახლოვდნენ

04:35, 11.03.2022

ბოლო 24 საათში რუსეთის ძალები კიევს ხუთი კილომეტრით მიუახლოვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ბიბისი“ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც პენტაგონში ამბობენ, ახლა რუსეთის სამხედრო დაჯგუფება, რომელიც უკრაინის დედაქალაქს ჩრდილო-დასავლეთიდან უახლოვდება, კიევის ცენტრიდან 15 კილომეტრშია, ხოლო კოლონა, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოძრაობს, 40 კილომეტრშია გაჩერებული.

ამასთან, პენტაგონის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ამჟამად ქალაქი ჩერნიჰივი იზოლირებულია.

პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინის შეჭრის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 775 რაკეტა გაისროლა.

მსგავსი