„ბიბისი“ - ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად, ბრიტანეთის ეკონომიკა რეცესიაშია და აპრილიდან ივნისამდე 20.4 პროცენტით შემცირდა
„ბიბისი“ - ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად, ბრიტანეთის ეკონომიკა რეცესიაშია და აპრილიდან ივნისამდე 20.4 პროცენტით შემცირდა

ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად, ბრიტანეთის ეკონომიკა რეცესიაშია. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

მათი ინფორმაციით, ბრიტანეთის ეკონომიკის რეცესია კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია. მიმდინარე წლის პირველ სამ თვესთან შედარებით, აპრილიდან ივნისამდე ბრიტანეთის ეკონომიკა 20.4 პროცენტით შემცირდა.

მაღაზიების დახურვის გამო, საყოფაცხოვრებო ხარჯები შემცირდა, პარალელურად შემცირდა ფაბრიკების და მშენებლობის წარმოება. 2009 წლის შემდეგ პირველად, ზედიზედ ორ კვარტალში ეკონომიკის ვარდნამ ბრიტანეთი ტექნიკურ რეცესიაში შეიყვანა.

ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ამბობენ, რომ წარმოების ვარდნა გამოიწვია მაღაზიების, სასტუმროების, რესტორნების, სკოლებისა და ავტომობილების აღდგენის ცენტრების დახურვამ. მომსახურების სექტორში, რომელიც ეკონომიკის ოთხ მეხუთედს შეადგენს, რეკორდული კვარტალური შემცირება აღინიშნა. ქარხნების დახურვის გამო, ავტომობილების წარმოება, 1 954 წლის შემდეგ პირველად, ყველაზე ნელი ტემპით მიმდინარეობს.