„ბიბისი“ - ავღანეთში, ქალაქ ჯალალაბადში აქციაზე სავარაუდოდ სროლის ხმა ისმის
„ბიბისი“ - ავღანეთში, ქალაქ ჯალალაბადში აქციაზე სავარაუდოდ სროლის ხმა ისმის

„ბიბისი“ იუწყება, რომ ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში მიმდინარე აქციაზე, სავარაუდოდ, სროლის ხმა ისმის. ტელეკომპანიის ცნობით, სოციალური ქსელებით გადაღებულ ვიდეოში ისმის გასროლის ხმა.

შეგახსენებთ, რომ ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში „თალიბანის“ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, მოძრაობის წევრები ავღანეთის ეროვნული დროშის შეცვლას აპირებენ.

აქტივისტები ჯალალაბადის ქუჩებში დროშებით ხელში გამოვიდნენ და თალიბების ამ გეგმას პროტესტი გამოუცხადეს.

ამასთან, „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ აქციაზე, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა.