„ბიბისი“ - ავღანეთში დატოვებული ამერიკული სამხედრო შეიარაღება სამხედრო ჯგუფებს მიჰყიდეს
„ბიბისი“ - ავღანეთში დატოვებული ამერიკული სამხედრო შეიარაღება სამხედრო ჯგუფებს მიჰყიდეს

ავღანეთში დატოვებული ამერიკული სამხედრო შეიარაღება სამხედრო ჯგუფებს მიჰყიდეს, – ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, „თალიბების“ მიერ ავღანეთში მოპოვებული ნახევარი მილიონი ერთეული იარაღი დაიკარგა, გაიყიდა ან კონტრაბანდულად გადაეცა სამხედრო ჯგუფებს, მათ შორის „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებულ დაჯგუფებებს.

წყაროებმა „ბიბისის” განუცხადეს, რომ გასული წლის ბოლოს დოჰაში, გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს სანქციების კომიტეტის დახურულ შეხვედრაზე თალიბებმა აღიარეს, რომ ამ აღჭურვილობის, სულ მცირე, ნახევარი აღურიცხავი იყო. „თალიბანის“ მთავრობის პრესსპიკერის მოადგილემ, ჰამდულა ფიტრატმა „ბიბისის“ განუცხადა, რომ იარაღის დაცვასა და შენახვას „თალიბანი“ ძალიან სერიოზულად ეკიდება.

„ყველა მსუბუქი და მძიმე იარაღი უსაფრთხოდ ინახება. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ინფორმაციას კონტრაბანდის ან დანაკარგის შესახებ“, – აღნიშნა „თალიბანის“ წარმომადგენელმა.

„თალიბანმა“ ავღანეთზე კონტროლი 2021 წელს დაიბრუნა, როდესაც აშშ-ისა და კოალიციის ჯარებმა ქვეყანა დატოვეს.