„ბიბისი“ - აშშ-მა ლიბიიდან სამხედროები გაიყვანა
„ბიბისი“ - აშშ-მა ლიბიიდან სამხედროები გაიყვანა

აშშ-მა ლიბიიდან სამხედროები გაიყვანა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. როგორც მედიასაშუალება იუწყება, გადაწყვეტილება პენტაგონმა აფრიკულ ქვეყანაში სიტუაციის გაუარესების გამო მიიღო.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ლიბიის არმიამ იერიში მიიტანა ტრიპოლის აეროპორტთან დისლოცირებულ მეამბოხეებზე, რომლებიც ლიბიის დედაქალაქზე შეტევას ამზადებდნენ.

პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ლიბიიდან საკუთარი მოქალაქეები გაიყვანა ინდოეთმაც. როგორც დელიში განაცხადეს, ინდოელი სამშვიდობოები დროებით ტუნისში გააგზავნეს.

შეგახსენებთ, რომ ლიბიაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც გენერალმა ხალიფა ხაფთარმა განაცხდა, რომ ის ლიბიის დედაქალაქის დაკავებას აპირებს.