„ბიბისი“ - ანექსირებულ ხერსონში დაიღუპა დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, რომელიც რუსული ოკუპაციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხარდამჭერი იყო
„ბიბისის“ ინფორმაციით, ანექსირებულ ხერსონში, დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ სტრემოუსოვი დაიღუპა.
მედიის ცნობით, გავრცელებული ვერსიით, ის ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
ამასთან, როგორც „ბიბისი“ წერს, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, სტრემოუსოვს აქტივისტად იცნობდნენ, რომელიც ხერსონის მერის პოსტის დაკავებას ცდილობდა. მას ასევე იცნობდნენ, როგორც კორონავირუსის ვაქცინაციის მოწინააღმდეგეს. ის იყო რუსული ოკუპაციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხარდამჭერი და ცნობილი გახდა სოციალურ ქსელებში აგრესიული განცხადებებით.
2019 წელს მას ხერსონის ერთ-ერთი გაზეთის რედაქციაზე ცრემლსადენი აირითა და ტრავმატული იარაღით თავდასხმაში ეჭვმიტანილადაც მიიჩნევდნენ. ხერსონის ოკუპაციის შემდეგ, ადმინისტრაციულ ხელმძღვანელად ვლადიმირ სალდო დაასახელეს, მოადგილე კი კირილ სტრემოუსოვი გახდა.