„ბიბისი“ - ამერიკაში დიდი ბრიტანეთის ელჩს ბრიტანეთის მთავრობა სრულ მხარდაჭერას უცხადებს
„ბიბისი“ - ამერიკაში დიდი ბრიტანეთის ელჩს ბრიტანეთის მთავრობა სრულ მხარდაჭერას უცხადებს

ამერიკაში დიდი ბრიტანეთის ელჩს ბრიტანეთის მთავრობა სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ეს განცხადება დაუნინგ სთრითზე, პრემიერ-მინისტრის ოფისში მას შემდეგ გაკეთდა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბრიტანელ დიპლომატთან თანამშრომლობას არ აპირებს.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდი ბრიტანეთის ოფიციალურ პირებს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც ელჩის, კიმ დაროკისა და ლონდონის მიმოწერა მედიამ გაასაჯაროვა. წერილებში ბრიტანელი დიპლომატი ტრამპს „არაკომპეტენტურს“, ხოლო მის მთავრობას „არაპროგნოზირებადს“ უწოდებს.

ამის შემდეგ დონალდ ტრამპმა , მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით რამდენიმე განცხადება გაავრცელა, სადაც ის ბრიტანელ დიპლომატს მკაცრად აკრიტიკებდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ელჩთან თანამშრომლობას აღარ აპირებს.