„ბიბისი“ - ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო ნავთობის ფასები გაიზარდა და აზიის საფონდო ბირჟები მნიშვნელოვნად დაეცა
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო ნავთობის ფასები გაიზარდა და აზიის საფონდო ბირჟები მნიშვნელოვნად დაეცა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 1%-ზე მეტით გაიზარდა და ბარელზე 113.40 დოლარს გადააჭარბა.
იაპონიის Nikkei-ს საფონდო ინდექსი 3.5%-ით დაეცა, ხოლო სამხრეთ კორეის Kospi-ს ინდექსი – 6.5%-ით.
21 მარტს,აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ჰორმუზის სრუტის მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტი არ გაიხსნება, ირანის ელექტროსადგურებს „გაანადგურებს“, ხოლო ირანმა განაცხადა, რომ ნებისმიერ ასეთ დარტყმას რეგიონში ძირითადი ინფრასტრუქტურის დაბომბვით უპასუხებს.